რეგიონი
ზუგდიდის მერიასთან აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის წარმომადგენლებს შ.პ.ს " ამო 2014"-ის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობას სთხოვენ.

მათი თქმით, აღნიშნულმა შპს-მ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტროტუარებზე ფილების დაგებისთვის მუშებს კუთვნილი 4 თვის ხელფასი არ გადაუხადა.

"დამქირავებლებთან კონტაქტი დეკემბერში დავკარგეთ, ვერ ვუკავშირდებით. მერიას დახმარებას ვთხოვთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ. აქვე განუმარტეს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მერიამ კომპანიას თანხა ჩაურიცხა.

"ჩვენ ხელშეკრულება შპს "გზამგებთან" გვქონდა დადებული. შპს "ამო 2014"კი ამ შპს-ს ქვეკონტრაქტორია და ჩვენ მათთან უშუალო კავშირი არ გვაქვს. ჩვენ შპს "გზამგებს" უკვე დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ მათ თავის მხრივ ქვეკონტრაქტორთან თანხა გადარიცხული აქვთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მერიის ქალაქთმშენებლობის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქავამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.