საზოგადოება
მესტიის გამგებელი: „უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია“
მესტიის გამგებლის კახაბერ ჟორჟოლიანის განცხადებით, უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია.

„მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს. გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვების და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს“, – აცხადებს გამგებელი.

მისივე თქმით, კალა-უშგულის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოწოლილი ზვავი ართულებს, რომლის გაწმენდაც ხელახლა უხდებათ შესაბამის სამსახურებს.

„პრობლემა შეიქმნა ე.წ. „დევისნაშენის“ მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უჭირს. გარდა ამისა, 9 ადგილას იყო ზვავი ჩამოწლილი და სამუშაოები ამანაც გაართულა. ამ დროისთვის გასაწმენდია 4 კილმეტრიანი მონაკვეთი და თუ დამატებით ზვავი არსად ჩამოწვა, გზის გახსნა და შესაბამისაც, გადამღები ჯგუფის ჩამოყვანა დღის ბოლომდე მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფელზე, სადაც საქართველოში ყველა დასახლებულ პუნტზე მეტი თოვლია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზვავსაშიში მონაკვეთებია, ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ახლაც აქ ვიმყოფები და გზას ინტენსიურად ვწმინდავთ,“ - აღნიშნავს კახა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, უშგულში 30 კაციანი გადამღები ჯგუფია მეექვსე დღეა, ჩარჩენილია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.