ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში ყოფილი დენდროლოგიური პარკის
ტერიტორიაზე მივიდა და პირადად
დაათვალიერა გიგანტური ხეების გადატანის პროცესი. ამის შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრი პეტრე ზამბახიძე
ჟურნალისტებს უცხადებს.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილს იმ
საბუთების წარმოდგენას სთხოვენ, რომელიც ადასტურებს ხეების გადარგვის
კანონიერებას.
კვირაზე მეტია,რაც გიგანტური ხეების ციხისძირიდან ურეკში,ოზურგეთის
დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადატანას „ნაციონალური მოძრაობის“
წევრები და „პარტიზანული მებაღეობა“ აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები