რეგიონი
სენაკში რძის საწარმო გაქურდეს
სენაკში, რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. საწარმოს დირექტორმა ნონა ქადარიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შენობიდან 16 ათსსი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი. მისივე თქმით, დაზიანებულია დარჩენილი ინვენტარი.

„რისი წაღებაც ვერ მოასწრეს, ადგილზეა განადგურებული. გადაჭრილია მილები, არ ვმუშაობდით ეს დღეები, რადგან HACCP სისტემა უნდა დაგვენერგა და მაგისთვის ვემზადებოდით. ფაქტი, სავარაუდოდ, იმ კვირას მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 16 ათას ლარს აღემატება ზარალი“, - თქვა ქადარიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი უკვე დაკითხა.

შს სამინისტროში აცხდებენ, რომ  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
თბილისი, 2024 წლის ოქტომბერიRakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერი, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, კიდევ ერთხელ გვახსენებს მესენჯერის იმ ფუნქციებს,
აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი" ზუგდიდში უკვე რვა თვეა ფუნქციონირებს.
დღის სიახლეები
24 / ოქტომბერი 2024
პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაარჩევნო ღონისძიების გასამართად მათ უარი უთხრა "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" დარბაზის გამოყენებაზე,
24 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
24 / ოქტომბერი 2024
თბილისი, 2024 წლის ოქტომბერი — Rakuten Viber, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო ლიდერი, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, კიდევ ერთხელ გვახსენებს მესენჯერის იმ ფუნქციებს,
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.