ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებენ - მედია
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობს სოხუმის აეროპორტში, რომლის ამოქმედება რუსი ინვესტორის დახმარებით იგეგმება. აფხაზური მედიის თანახმად, თანამშრომლების დაქირავება „განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებმა“ ერთად გამოაცხადეს.


„აეროპორტის ფუნქციონირება გულისხმობს სამუშაოს ადგილების დიდ რაოდენობას სხვადასხვა მიმართულებით და სპეციალობით, როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ისე სამუშაო გამოცდილების არმქონე აპლიკანტებისთვის. ყველა მათგანი შემოწმდება, რათა დადგინდეს მათი ვარგისიანობა პოზიციისთვის. მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მოპოვების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ზოგიერთ პოზიციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყო. უფრო ადრე, სოხუმში განაცხადეს, რომ ბაბუშარას აეროპორტმა ფრენები 2025 წლის 31 მარტისთვის უნდა განაახლოს, მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია დასრულდება.

2023 წლის სექტემბერში მედია წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესმა აეროპორტებმა უარი განაცხადეს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, რადგან ჰოლდინგებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში.

სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ რუსეთთან „შეთანხმება“ სანკტ პეტერბურგში 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ დოკუმენტის რატიფიცირება იმავე წლის 26 ივლისს მოახდინა. ამავე ცნობით, ბაბუშარას აეროპორტის აღდგენა 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ხელს შეუშლის
13 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" 17:00 საათზე გამართავენ.
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო - სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ სურთ საჯაროდ და მკაფიოდ დააფისქირონ საკუთარი პოზიცია:
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.