ახალი ამბები
წალენჯიხის მერია ენგურის პირას მცხოვრებლებს აფრთხილებს
"გაზაფხულ - ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარის კალაპოტში", - წერს წალენჯიხის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ეს გაზაფხულის სეზონთან დაკავშირებული, ყოველწლიური გაფრთხილებაა.

"კაშხალზე რეგულირდება წყლის მიწოდება და სეზონის ამ დროს, როდესაც ამაში ხელოვნურად ერევა ბუნება, უკვე გვიწევს სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება, სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის თვალსაზრისით", - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, გაფრთხილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ხდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
13 / მაისი 2024
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.