Error
ახალი ამბები
ყირიმში რუსმა სამხედოებმა უკრაინის საზღვაო ავიაციის ბრიგადის აეროდრომი დაიკავეს
ყირიმში, რუსმა სამხედოებმა ქალაქ საკიში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ავიაციის ბრიგადის აეროდრომი დაიკავეს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედიაცენტრის უფროსმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. "დაახლოებით 80 ჯარისკაცია. ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ ტყვიამფრქვევები განათავსეს. მათ ეხმარება დაახლოებით 50 სამოქალაქო პირი. ისინი აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდებარე სოფლის მხრიდან შეიჭრნენ, რადგან მთავარი შესასვლელიდან შესვლის საშუალება არ მიეცათ", - წერს სელეზნიოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვედრზე. მისი ინფორმაციით, ფრენების მართვის პუნქტში შევიდა ოცამდე სამოქალაქო პირი, რომლებსაც ხელჯოხები და ფარები ეკავათ. ისინი ბრიგადის მეთაურთან მოლაპარაკებებს ითხოვენ.
Print