ახალი ამბები
სამხრეთ კორეის სანაპიროებთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა
სამხრეთ კორეის სანაპიროზე სამგზავრო ბორნის გადასარჩენად , ადგილობრივი დროით, დილის 9 საათიდან , სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სეულის ხელისუფლების ინფორმაციით, ბორანზე მყოფი 477 ადამიანიდან, მხოლოდ 180 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 368 გადარჩენილისა და107 უგზო–უკვლოდ დაკარგულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
გემი, რომელიც ნავსადგურ ინჩხონიდან კუნძულ ჩეჯუდოდმე, რეგულარულ რეისს ასრულებდა, ნაპირიდან 20 კილომეტრში, მეჩეჩზე შეჯდა და გვერდზე გადახრა დაიწყო. ამ დროისათვის, ის თითქმის ჩაძირულია. ავარიის მიზეზებს არკვევენ. ღამით, ზღვაზე, ამ რაიონში ნისლი ჩამოწვა და რამდენიმე სამგზავრო ბორანი ნავსადგურიდან არ გასულა. ამ დროისათვის ხილვადობა გაუმჯობესდა, ადილზე შვეულმფრენები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები