Error
ახალი ამბები
ჯვართაღმართების დღესასწაულზე სამი ჯვარს სამი მიმართულებით დააბრძანებენ
მომდევნო კვირას ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპიკსოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩაბრძანდება და წირვას აღავლენს, რის შემდეგაც, ტაძარში დაბრძანებული სამი ჯვარი, რომელიც ხარების დღესასწაულზე პატრიარქმა აკურთხა, სამი მიმართულებით გადაბრძანდება. ერთი ჯვარი აბრძანდება ჯვრის მონასტერში, მცხეთაში, მეორე ჯვარი გადაბრძანდება უჯარმაში და მესამე ჯვარი გადაბრძანდება თხოთის მთაზე, რის შემდეგაც იქ არსებული ჯვრები ჯვრის მონასტერიდან გადაბრძანდება ბოდბეში, უჯარმიდან ახალ გორის რაიონში, თხოთის მთიდან კი სვანეთში. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ განუცხადა, ჯვართაღმართების დღესასწაული შუა საუკუნეებში იყო მივიწყებული და 2007 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით აღდგა. მისივე თქმით, ჯვრების გადასვენებას და წმინდა ადგილების მოლოცვას განსაკუთებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ისინი არიან როგორც მცველები ჩვენი ქვეყნისა. როგორც მან აღნიშნა, ეს ტრადიცია კვლავაღც გაგრძელდება, რათა ამ წმინდა ჯვრებმა მთელი საქართველო მოიცვან, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონები.
Print