Error
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანმა რუს მეტოქეს ოქრო მოუგო
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში რუსი კირილ ვოპროსოვი დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლიპარტელიანი გაფრთხილებით აგებდა, თუმცა მეტოქეს იუკო აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ჯერ უკრაინელი ვადიმ სინიავსკი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - ლიტველი კაროლის ბაუზა. ლიპარტელიანმა ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელი კრიზსტიან ტოზი დაამარცხა. ასევე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უმედლოდ დაასრულა გამოსვლა ზვიად გოგოჭურმა, რომელიც სანუგეშო ტურნირში აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვთან დამარცხდა. ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მესამე მედალია. შეგახსენებთ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა, 25 აპრილს კი ოქროს მედლის მფლობელი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა.
Print