Error
ახალი ამბები
დონბასში ერთდროულად ოთხი ე.წ. რეფერენდუმი მიმდინარეობს
დონბასში ერთდროულად ოთხი ე.წ. რეფერენდუმი მიმდინარეობს. "Новости Донбасса"-ს ინფორმაციით, ყველა გამოკითხვას არაოფიციალური სტატუსი აქვს და ფორმალურად მოქალაქეების გამოკითხვას წარმოადგენს, თუმცა ოთხივე გამოკითხვის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ "რეფერენდუმს ატარებენ". პირველ გამოკითხვას არარეგისტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დონეცკის რესპუბლიკა" ატარებს, რომელიც მოქალაქეებს ეკითხება, სურთ თუ არა მათ "დონეცკის სახალხო რეპუბლიკის" დამოუკიდებლობა. პარალელურ ე.წ. რეფერენდუმს ატარებს საინიციატივო ჯგუფი, სახელწოდებით "მშვიდობის, წესრიგისა და ერთობისთვის". საინიციატივო ჯგუფის ინტერესის სფეროა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის აზრი ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპის შეცვლასთან და აღნიშნული ოლქების დნეპროპეტროვსკის რაიონში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მესამე გამოკითხვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ეხება, ხოლო მეოთხე – სურთ თუ არა დონეცკის მცხოვრებლებს, დიდ ბრიტანეთს შეუერთდნენ, ვინაიდან ქალაქის დამფუძნებელი ბრიტანელი ბიზნესმენი ჯონ იუზია.
Print