Error
ახალი ამბები
თურქეთში შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთის ქალაქ სომაში პოლიციამ ანტისამთავრობო მიტინგის ათასობით მონაწილე ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, აქციის მონაწილეები სომაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხელისუფლებას გულგრილობასა და მაღაროელთა სამუშაო პირობების გაუარესებაში ადანაშაულებენ. სომას მაღაროში მომხდარ ტრაგედიას, ბოლო მონაცემებით, 283 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება.
Print