Error
ახალი ამბები
სასულიერო პირებისა და მრევლის აქციაზე ინციდენტი მოხდა
კოლმეურნეობის მოედანზე სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობის პროცესში მცირე ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფთან, რომელიც ამ ცვლილების ფარგლებში LGBT პროპაგანდას აპროტესტებდა ერთ–ერთი სასულიერო პირი მივიდა და ახალგაზრდას ხელიდან აბრა გააგდებინა, რომელზეც იყო წარწერა „NO GAY“ , „ნუ–გეი–ნაზებით, არ გეი– ლახებით“. როგორც ჟურნალისტებს ახალგაზრდებმა განუცხადეს, დღევანდელ აქციას, რომელიც LGBT პროპაგანდას ეწინააღმდეგება, ორგანიზება სოციალური ქსელით გაუკეთეს. რაც შეეხება მსვლელობას, მისი მონაწილეები ამ წუთებში უკვე ბარათაშვილის ხიდზე იმყოფებიან და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.
Print