დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.
უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის, რუსლან სალიუტინის განცხადებით, ვოლნოვახში, სპეცოპერაციის დროს 17 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 5 დაჭრილი სამხედრო კი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
მისივე თქმით, 23 მაისს დონეცკის ოლქის სოფელ კარლოვკაში "დონბასის" ბატალიონზე თავდასხმის შედეგად, ხუთი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები