შეიარაღებულმა პირებმა დონეცკში საარჩევნო უბანი დაარბიეს. Liganet-ის ინფორმაციით, დონეცკში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში საარჩევნო უბნის გახსნიდან 10 წუთში ადგილზე მიკროავტობუსითა და მანქანით 17 შეიარაღებული ნიღბიანი პირი მივიდა. მიკროავტობუსისა და ავტომობილის ნომრები გადაშლილი იყო. მათ საარჩევნო კომისია დაარბიეს. უბანზე ორი მილიციელი იყო, მათ შორის ერთი 20 წლის გოგონა.
დონეცკის ოლქში ამჟამად 2430 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 426 მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები