Error
ახალი ამბები
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ლისაბონში გამართულ სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში სამეფო კლუბმა მადრიდის "ატლეტიკო" 4-1 დაამარცხა.   შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე "ატლეტიკომ" გახსნა და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1-0 იგებდა, თუმცა "რეალმა" წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე შეძლო. გოლი სერხიო რამოსმა გაიტანა. შეხვედრის დამატებით დროში კი "რეალმა" კიდევ 3-ჯერ აიღო "ატლეტიკოს" კარი. გოლები გარეთ ბეილმა, მარსელომ და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს. სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის თასი 12-წლიანი პაუზის შემდეგ მეათედ მოიპოვა.
Print