მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 12-დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 1-ელ ივლისს დაიწყო.
ქრისტეს მოწაფეებს, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სანამ მოციქული გახდებოდა მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.
მასალის გამოყენების პირობები