Error
ახალი ამბები
ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში სავარაუდოდ ამერიკელი ექსპერტები ჩაერთვებიან
დონეცკის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ი უკრაინაში საკუთარი ექსპერტების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სპეციალისტები ნიდერლანდებიდან და მალაიზიიდან. როგორც უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განუცხადა, აშშ-ი განიხილავს გამოძიების მიზნით აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს ექსპერტების გაგზავნის საკითხს. დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
Print