საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ხელმძღვანელობენ, ვაგონ-მაცივრების დათვალიერება განახორციელა, რომლებშიც 17 ივლისს ჩამოვარდნილი "მალაიზიური ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო "ბოინგ 777"-ის 200-მდე მგზავრის ცხედარია მოთავსებული. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
ეუთო-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, სამმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა და ეუთო-ს წარმომადგენლებმა სრული წვდომა მიიღეს აღნიშნული ვაგონების დასათვალიერებლად.
ექსპერტების აზრით, დაღუპულთა ცხედრები აღნიშნულ ვაგონებში შესაბამისი ზომების დაცვით არის შენახული. საგამოძიებო კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ შესაძლებლობა მიეცემათ არა მხოლოდ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიცირების, არამედ ავიალაინერის კატასტროფის მიზეზის გარკვევისაც.
მასალის გამოყენების პირობები