ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მისი ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან, შესაძლოა, "რადიკალურად შეიცვალოს" , თუკი რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში თავის პოლიტიკას გააგრძელებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. "რუსეთი ცდილობს, იარაღის მუქარით აიძულოს უკრაინა, გვერდზე გადადოს თავისი დემოკრატიული არჩევანი", - განაცხადა ქემერონმა. პრემიერის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა მიუღებელი და გაუმართლებელია.
Print