ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინისა და ISIS-ის თემები ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც საქართველოს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრისას განიხალა. "ჩემ თურქ კოლეგასთან ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების გაღრმავების საკითხებზე, იმ წამოწყებული პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც რეალურად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია უკრაინასთან მიმართებაში და ISIS-ის (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) თემებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მხარეები სამომავლო კოორდინაციასა და თანამშორმლობაზე შეთანხმდნენ.
Print