ახალი ამბები
აშშ-ში ებოლას დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დალასში ებოლას ციებ-ცხელებით დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა ტეხასის პრესვიტერიანული ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაციენტის სახელი, რომელიც ინფექციურ იზოლატორში მოათავსეს,არ ხმაურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში, ძირითდად ლიბერიაში, ებოლას მსხვერპლთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ, ებოლას " მსოფლიოს გლობალური საფრთხე უწოდა". აშშ ლიბერიაში ეპიდემიასთან საბრძოლველად სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს. ებოლას ციებ - ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში, ებოლას ვირუსით დაავადებულ ადამიანთა 70% ვირუსისგან დაიღუპა.
Print