ახალი ამბები
ჯონ ბასი თურქეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ ბასი თურქეთში ელჩად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარადგინა. ჯონ ბასმა დიპლომატიური კარიერა 1988 წელს დაიწყო, 2009-2012 წლებში ის საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, 2004-2005 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპასა და ევრაზიაში. თურქეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასმა როს უილსონი შეცვალა.
Print