ახალი ამბები
ბელგიაში, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება
ამის შესახებ ოფიციალურ ნოტაშია ნათქვამი, რომელიც ქართულმა მხარემ ბელგიის საგარეო უწყებას გაუგზავნა. პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს დანიშნა. სხდომაზე რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე უნდა იმსჯლეონ. განხილვის თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი იქნება.
Print