ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს საზოგადოებისთვის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიაწოდა. "27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე წარსდგება ჩვენი საქმიანობის შესახებ ორწლიანი ანგარიშით. ძალიან ბევრი სასიკეთო გვაქვს მოსაყოლი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამაზე შინაარსობრივად დატვირთულ მოხსენებას", - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
Print