ახალი ამბები
თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი. "გუშინ მქონდა პირადი დეტალური საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გადავწყვიტე და ვრჩები ჩემს თანამდებობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი და ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია მაქსიმალურად მოვახმარო ამ პროცესს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას მინისტრთან და სამ მოადგილესთან ერთად თამარ ბერუჩაშვილიც ტოვებდა.
Print