ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსი 1.89-ს შეადგენს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.97-ს შეადგენს.
ვიცეპრემიერ მინისტრი კახი კალაძე ფიქრობს, რომ ლარის მაჩვენებლის ცვლილება რეგიონში არსებულ ვიათარებას უკავშირდება. კალაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება საგანგაშო არ არი.
„შეხედეთ, რა ხდება რეგიონში. თურქული ლირა უფასურდება, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და რუბლის ნიშნული ეცემა, დოლარი მყარდება. რაც საქართველოში ხდება, ეს არ არის საგანგაშო,“ - აცხადებს კახი კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები