მაია ცქიტიშვილს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, პრემიერის პოსტის დაკავებისთანავე დანიშნა. განკარგულებაში წერია: „მაია ცქიტიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის გარკვეული უფლებამოსილებები გადაეცა. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის, სამსახურებრივი დოკუმენტაციის ხელმოწერის, მთავრობის სხდომის მომზადების, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამოსვლის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების, სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით სათანადო ბრძანების გამოცემის, წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვისა და ბრძანების გამოცემის უფლებამოსილებები მიენიჭა. “ - ეს არის ბრძანება, რომელიც პრემიერმა 2 დეკემბერს გამოსცა.
მასალის გამოყენების პირობები