ახალი ამბები
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამასთან, ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
Print