ახალი ამბები
მაშველებმა იავას ზღვაში ჩავარდნილი AirAsia-ს თვითმფრინავის ნაწილი აღმოაჩინეს
მაშველებმა იავას ზღვაში ჩავარდნილი AirAsia-ს თვითმფრინავის უკანა ნაწილი აღმოაჩინეს. როგორც უცხოური მედია წერს, თვითმფრინავის აღნიშნულ ნაწილშია "შავი ყუთი" , რომლის გახსნის შედეგადაც გახდება ცნობილი რა გახდა მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი. თვითმფრინავი А320-200, რომელიც რეისს ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა, 28 დეკემბერს, რადარებიდან აფრენიდან 42 წუთში გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. აქედან 157 ინდონეზიის მოქალაქე იყო, 3 – სამხრეთ კორეის, ერთი – მალაიზიის და ერთი – სინგაპურის. ამ დროისთვის 40-მდე მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი.
Print