ახალი ამბები
Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი 14 იანვარს გამოვა
სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo -ს გადარჩენილი თანამშრომლები ახალი ნომრის გამოსაშვებად შეიკრიბებიან. "ფრანს-პრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალის მიმომხილველმა პატრიკ პელუმ განაცხადა. "ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ განვიცდით მწუხარებასაც და შიშსაც, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებთ, რადგან სისულელე ვერ გაიმარჯვებს", - აღნიშნა პელუმ. მისივე ინფორმაციით, ახალი ნომრის გამოსვლა 14 იანვარს არის დაგეგმილი, რომელიც სხვა შენობაში აიწყობა, რადგან ჟურნალის რედაქციაში შესვლა შეუძლებელია.
Print