ახალი ამბები
დიდთოვლობა რეგიონებში და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად გახსნილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე. მოძრაობა აღდგენილია ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზეც. აღნიშნულ ნაწილში გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით. ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია. გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული, ხოლო მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ დროისთვის გაწმენდილია ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზა. შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზეც, სადააც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 173-ე და 188-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალული რჩება.
Print