ახალი ამბები
საფრანგეთში ბოლო დღეებში ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 19 ადამიანი, რომელთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 11 ადამიანი ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიჭრა, 7 ადამიანი კი, რომელთაგან სამი სამართალდამცავია, 9 იანვარს პარიზის აღმოსავლეთით დაშავდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელის ამედი კულიბელის თანამზრახველ ქალს ჰაიამ ბუმედინს. გუშინ ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ სამი ტერორისტი - ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.
Print