ახალი ამბები
ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს
"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს. "ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა, კიბერ ხალიფატი აგრძელებს კიბერჯიჰადს. ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით", - ასეთი შეტყობინება დატოვეს "ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების "ტვიტერზე". ჰაკერები ასევე დაემუქრნენ ამერიკელი სამხედროების ოჯახებს. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ისა და Youtube-ზე კიბერთავდასხმა სწორედ იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი კიბერუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. თეთრი სახლის პრესსპიკერს ჯოშ ერნსტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება უკვე იძიებს კიბერთავდასხმის ფაქტს.
Print