ახალი ამბები
რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება 23 იანვრისთვის იგეგმება
ამის შესახებ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. "22 იანვარს დსთ-ს საკითხთა კომიტეტი აპირებს შეთანხმების განხილვას წელს თავის პირველ საკომიტეტო სხდომაზე და შესთავაზებს "დუმას" 23 იანვრის სხდომაზე მისი რატიფიცირებისთვის გატანას", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. მისივე თქმით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება, პირველ რიგში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემატიზაციას მოახდენს, რომელსაც საფუძვლად უდევს უკვე 80-მდე სხვადასხვა შეთანხმება. "რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებამ ხელი უნდა შეუწყოს, ასევე, აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველწლიურად, მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს", - განაცხადა სლუცკიმ.
Print