ახალი ამბები
კომერციული ბანკების ნაწილში 1 დოლარი 2 ლარად იყიდება
"თიბისი ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" კი დოლარის შეძენა 1.99 ლარად და 1.98 ლარად არის შესაძლებელი. კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარს 1.92-1.93 ლარის ფარგლებში იბარებენ. დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში 1 დოლარის შეძენა 1.96-1.98 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეიდან 1 დოლარის შეძენა 1,95 ლარად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს დაადგენს.
Print