ახალი ამბები
პრინცი ჰარი რუს მოდელს ხვდება

დასავლურ მედიაში, სულ უფრო ხშირად წერენ პრინც ჰარის ახალ გატაცებაზე:  ის გერმანელი მოდელია, წარმოშობით რუსი ანასტასია გუსევა.

ტაბლოიდების ცნობით,  ახალგაზრდებმა ერთმანეთი იახტაზე გაიცნეს, დახურულ წვეულებაზე.

"ის ძალიან მოიხიბლა, მუდმივად მის გვერდით იყო.  ისინი დილამდე ერთად ცეკვავდნენ",-  განაცხადა ახალგაზრდებთან დაახლოებულმა წყარომ.

ინსაიდერების ცნობით, ჰარი და ანასტასია ერთად დადიან სხვადსხვა წვეულებებზე,  უკვე 2014 წლის ნოემბრიდან.  წყვილს, ოფიციალურად, ჯერ არაფერი დაუდასტურებია.

Print