ახალი ამბები
ლარი მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 4 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 1.9933 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.9970 ლარს შეადგენდა.
Print