ახალი ამბები
დონბასში დაჭრილი "ამბოხებულები" გაგრაში მკურნალობენ
დონბასის  "ამბოხებულები“ აფხაზეთში მკურნალობის კურსს გადიან. Apsny.ru - ს ინფორმაციით, „დაჭრილ მეომრებს სამი კვირის განმავლობაში აუცილებელი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ“.  „ამბოხებულების“ რეაბილიტაცია აფხაზეთის ავღანელი მეომრების კავშირის ინიციატივით, დე ფაქტო ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება, - წერს გამოცემა. აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ბრძანებით, „ამბოხებულებს“ სამხედრო თანამეგობრობისთვის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედლები გადაეცათ. თავის მხრივ, „დონბასის ინვალიდებმა“ აფხაზებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.
Print