ახალი ამბები
“აირზენამ” შესაძლოა ფრენები რუსეთის კიდევ სამ ქალაქში დაიწყოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ  განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჯერ ავიაკომპანიიდან ოფიციალური განაცხადი არ შესულა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „თუ არ ვცდები, საუბარი სამ ქალაქზე იყო. ესენია: სამარა, სანკტ-პეტერბურგი და ვლადიკავკაზი. რაც შეეხება განრიგსა და ტარიფებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს იყო მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჩვენსა და კომპანიას შორის, ოფიციალური განაცხადი ჯერ შემოსული არ არის", - აღნიშნავს გურამ ჯალაღონია.  
Print