21-22 მარტს მთელს საქართველოში იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს,რომ ამაღამ მთელს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი,შესაძლოა,მთაში თოვლის სახით.
ამასთან,21-22 მარტს მთელს საქართველოში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით,3-8 გრადუსი, დღისით 8-13, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 1-6 გრადუსი, დღისით – 9-14 გრადუსი იქნება.
23 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყდება,24 მარტიდან 28 მარტამდე კი გამოიდარებს, ქვეყანაში უნალექო მზიანი ამინდი იქნება. თანდათან დათბება და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-27 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში 25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები