ახალი ამბები
მარსელის პროკურორი: A320-ის პილოტს „თვითმფრინავის განადგურება სურდა"
მარსელის პროკურორი ბრის რობენი იტყობინება, რომ ალპებში ჩამოვარდნილი, ავიაკომპანია Germanwings -ის თვითმფრინავის - A320 მეორე პილოტს თვითმფრინავის გადნადგურება სურდა. საბორტო თვითმწერის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ის თვითმფრინავის დაშვებას მანამ აკონტროლებდა, სანამ ის მთას არ შეეჯახა. ალპებში კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავ A320-ის ორი პილოტთაგან ერთ-ერთმა დატოვა კაბინა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. „შავი ყუთის“ გაშიფრვის შემდეგ ცნობლი გახდა, რომ გარეთ დარჩენილი პილოტი დაჟინებით ცდილობდა კაბინაში დაბრუნებას, თუმცა კარი დაბლოკილი იყო. ავიაკატასტროფის გარემოებების შემსწავლელმა სპეციალისტებმა გაზეთ New York Times-ს განუცხადეს, რომ „შავი ყუთის“ ჩანაწერების მოსმენისას ისმის, როგორ უშედეგოდ ცდილობს პილოტი კაბინაში შეღწევას და კარის შემტვრევას. გარდა ამისა, საბორტო თვითმწერმა მიწასთან სიახლოვის გამაფრთხილებელი სიგანლი ჩაიწერა, რომელიც უშუალოდ კატასტროფის წინ ამოქმედდა, წერს ფრანს პრესი. თვითმფრინავმა A320 რეისი ბარსელონა-დიუსელდორფი 24 მარტს სამხრეთ საფრანგეთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია.
Print