ახალი ამბები
ოხოტის ზღვაში ტრაილერი ჩაიძირა
კამჩატკის ნახევარკუნძულთან ოხოტის ზღვაში რუსული თევზსაჭერი ტრაილერი ჩაიძირა, შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, 63 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 15 ადამიანის ბედი გაურკვეველია. ტრაილერზე სულ 132 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის , ბირმის, უკრაინის, ლატვიის და ვანუატუს მოქალაქეები. "ბიბისის" ცნობით, გადარჩენილები ჰიპოთერმიის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია. ტრალერის ჩაძირსვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით,შესაძლოა ყინულმა ხომალდი დააზიანა, რის გამოც იგი 15 წუთში ჩაიძირა. სახალინზე ტრაილერის კატასტროფასტან დაკავშირებით ოპერატიული შტაბია შექმნილი. კომპანია " მაგელანი", რომელიც ჩაძირული ტრაილერის თანამფლობელია, აცხადებს, რომ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს დახმარებას გაუწევს.
Print