ახალი ამბები
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა. „მეცამეტე გარდაცვლილის ცხედარია ნანახი. ამ წუთისთვის შემიძლია გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს 9 პიროვნების ძებნითი სამუშაოები. დანარჩენი პირები, რომლებზეც აქამდე კეთდებოდა განცხადება, რომ მათაც ვეძებდით, უკვე გამოჩნდნენ, ცოცხლები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილია 9 პიროვნება, რომლების ძებნაც მიმდინარეობს", - განაცხადა ქაწაშვილმა. შსს: დაკარგულთა რაოდენობა 10-მდე შემცირდა სტიქიის შედეგად დაღუპულთა სია
Print