ახალი ამბები
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთთან შეთანხმებას მიაღწიეს
20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლი მიშელი აცხადებს. დონალდ ტუსკის ინფორმაციით, მხარეები მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები იმ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც ათენს მორიგი კრედიტის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს. BBC-ის ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Print