ახალი ამბები
სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დასრულდა
სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დილით, 6 საათზე დასრულდა. ვაკის პარკში დასუფთავების სამსახური მუშაობს. სულ 22 089 ბილეთის რეალიზაცია მოხდა. ბილეთების გაყიდვის პროცესმა ინციდენტების ფონზე ჩაიარა. უბილეთოდ რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა, ისინი აცხადებენ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთები არასწორად გაყიდა. ამასთან, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სიებში ჩაწერილი და ღამე მისული გულშემატკივრები. სპეციალურ სიებში 50-კაციანი 120 ჯგუფი იყო, მათგან 40 ჯგუფი ბილეთების გარეშე დარჩა. სალაროებთან მისვლა ვერ შეძლეს ცოცხალ რიგში მყოფმა მოქალაქეებმაც. სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 13 საათიდან დაიწყება უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ონლაინ რეჟიმში აღარ გაიყიდება სუპერთასის ბილეთები შესაძლოა სალაროებშიც გაიყიდოს  ფეხბურთის ბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება  
Print