ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგში, რომელიც ყოველ ორშაბათს ქვეყნდება  გუნდმა იაპონელებს გადაასწრო. საქართველოს ნაკრები მეცამეტე ადგილს უკანასკნელად 2007 წელს, მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ იკავებდა.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს, ტონგასთან გამართავს.

Print