ახალი ამბები
რუსეთში ძალაში შევიდა „კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ“
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, რუსეთის ფედერაციაში ძალაში შევიდა „კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ“. კანონი ინტერნეტ - სერვისებს ავალდებულებს მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე შეინახოს. მანამდე, მომხმარებლები შიშობდნენ, რომ ჩვეული რესურსებითა და სერვისებითაც ვერ ისარგებლებდნენ . ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ახალი ნორმა არანაირად არ აისახებოდა ქვეყნის მცხოვრებლებზე. რუსული მედიის მონაცემებით, კანონს არ ექვემდებარებიან ავიაკომპანიების სერვისები, რომლებიც ბილეთებს ჯავშნიან.
Print