ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის სახლთან ფულით სავსე კუბო მიასვენეს

ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფულით სავსე კუბო მიიტანეს და ლარის პანაშვიდი გამართეს.

"22 წლიანი სიცოცხლის შემდეგ, 2 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ლარი გარდაიცვალა," ,,ვიზიარებთ ყველას მწუხარებას ლარის უდროოდ გარდაცვალების გამო“ - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გააპროტესტეს.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. როგორც ორგანიზაცია ,,აპრიორის“ წარმომადგენელი ბესო შენგელია აცხადებს, მასში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.

Print