ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში მცხოვრებ უცხოელებს ომის დაწყების შემთხვევაში ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ როიტერი იუწყება.
"არ გვინდა ზიანი მივაყენოთ სამხრეთ კორეაში მცხოვრებ უცხოელებს, რადგან მალე ეს ქვეყანა ბრძოლების ეპიცენტრად იქცევა", - განცხადებას ავრცელებს ჩრდილოთ კორეის მედია.
მანამდე რამდენიმე ხნით ადრე ფხენიანი უცხოელ დიპლომატებს აფრთხილებდა, რომ 10 აპრილის შემდეგ მათ უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 აპრილის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს.
სიტუაცია მარტის ბოლოსთვის დაიძაბა, როცა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება გუამის კუნძულზე განთავსებულ სამხრეთ კორეას, იაპონიისა და აშშ-ის ბაზებს ბირთვული შეტევით დაემუქრა. ამის საპასუხოდ იაპონიამ "პეტრიოტის" თავდაცვითი სარაკეტო ბატარეები განათავსა ტოკიოში.
მასალის გამოყენების პირობები